რატომ თვითშეფასება ?!
თითოეულმა მასწავლებელმა თავის თავს უნდა ჰკითხოს, რაში მდგომარეობს მისი სისუსტე და სიძლიერე, მის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული რომელი აქტივობა არის წარმატებული თუ წარუმატებელი, მოკლედ: რა როგორ მოქმედებს? რა არის მისი ძლიერი მხარე? რა უნდა გააუმჯობესოს საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში და როგორ? საკუთარი პრაქტიკის მიუკერძოებელი და თვითკრიტიკული ანალიზითა და შეფასებით არის შესაძლებელი მიზანმიმართული პროფესიული წინსვლა. მასწავლებელმა, რომელსაც სურს იყოს წარმატებული, უპასუხოს განათლების თანამდროვე მოთხოვნებსა და გამოწვევებს, უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, იზრუნოს პროფესიული ცოდნის განახლებასა და პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებაზე, რაც მიიღწევა თვითშეფასებისა და თვითგანვითარების მოქნილი მექანიზმის აწყობით. მასწავლებლის ჩართვა პროფესიული განვითარების აქტივობებში შედეგიანია, როდესაც იგი აკეთებს საკუთარი პრაქტიკის თვითშეფასებას, აანალიზებს თვითშეფასების შედეგებს და თვითრეფლექსიის საფუძველზე, ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, სახავს პროფესიული განვითარების გზასთვითშეფასების პროცესი მასწავლებლის პროფესიული და პიროვნული განვითარების
ნაწილია; თვითშეფასება აყალიბებს
ბუნებრივ ტენდეციას, თავად შეამოწმო/გაზომო პროგრესი;თვითშეფასება ხელს უწყობს
მასწავლებლის რეფლექსური უნარების განვითარებას;
ვფიქრობ, რეფლექსია მასწავლებელს ეხმარება უწყვეტ
პროფესიულ ზრდაში, ასევე ესაა შესაძლებლობა, განავითარო პრაქტიკაზე დაფუძნებული თეორია,
გადაიტანო თეორია პრაქტიკაში.
☀☀☀☀☀☀☀☀☀☀☀☀☀☀☀☀
✔ მასწავლებლის საგნობრივი (მათემატიკის) ანგარიში 2022-2023 სასწავლო წელი
✔ თვითშეფასების კითხვარი - 2022-2023 სასწავლო წელი
✔დაწყებითი კლასების კათედრაზე პედაგოგიური საქმიანობის პრეზენტაციის რეფლექსია