კოლეგებთან თანამშრომლობა

კოლეგებთან თანამშრომლობა – წარმატების ერთ-ერთი წინაპირობა

ჩემი, როგორც პედაგოგის საქმიანობის პრეზენტაცია კოლეგებისთვის



პედაგოგთა კოლეგიალობა – ეს არის მუდმივი მზადყოფნა თანამშრომლობისთვის, პედაგოგიური გამოცდილების, ხელმისაწვდომი ინფორმაციისა თუ ახალი ტექნოლოგიების, ინოვაციების უანგარო გაზიარებისთვის, რაც, თავის მხრივ, აუცილებელი წინაპირობაა როგორც თავად მისი, ასევე მისი კოლეგების პროფესიული განვითარებისა და სწავლება-სწავლის ხარისხის უზრუნველყოფისა, საბოლოო ჯამში კი – სკოლის პრესტიჟისა და მისი შემდგომი განვითარებისა. 



2023 წლის 27 მარტს,  Microsoft Teams-ის გამოყენებით დავგეგმე ონლაინ შეხვედრა ჩემი სკოლის დაწყებითი კლასების კათედრასთან. ამავე შეხვედრაზე მოვიწვიე კოლეგა მარიამ მატიაშვილი, რომელიც ამავდროულად არის უცხოური ენების ქოუჩი და ექსპერტი. რადგან ჩემთვის საინტერესო და მისაღები იქნებოდა მისი შეხედულება ჩემს საქმიანობაზე.

კოლეგებთან შეხვედრაზე ვისაუბრე ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაზე. გავაცანი აქტივობები, რაც დავნერგე და განვახორციელე ჩემს კლასებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. ასევე გავაჟღერე სხვადასხვა სახის ინიციატივები, რომელსაც მოჰყვა პედაგოგთა მხრიდან დისკუსია და საერთო კონსესუსამდე მისვლა. შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და მომავალი შეხვედრაც დავაანონსე, რომელიც მიეძღვნება eTwinning-ის პროგრამის გაცნობა/განხილვას.  eTwinning პროგრამა წარმოადგენს ევროკომისიის ინიციატივას, რომელიც ხელს უწყობს ევროპის სკოლებს თანამშრომლობითი პარტნიორობის ჩამოყალიბებას.

შეხვედრის ფარგლებში მივიღე არაერთი საინტერესო რჩევა და იდეა კოლეგების მხრიდან, რასაც ვფიქრობ გამოვიყენებ ჩამს კლასებში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის, სწავლა-სწალების ხარისხის გაუმჯობესებისთვის და რათქმა უნდა საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის მრავალფეროვნებისთვის.
კოლეგებთან თანამშრომლობას ყოველთვის მოსდევს ბევრი სიახლე, იდეა , რჩევა საკუთარი თუ სხვა კოლეგის სამუშაო პროცესის გაზიარება, რაც წარმატების წინაპირობაა.
დიდი მადლობა ჩემს კოლეგებს, ამ სასიამოვნო და პროდუქტიული საღამოსთვის.

  





*** 
ჩემს მიერ ორგანიზებული და კოლეგების დახმარებით განხორციელებული ინიციატივა


... და დავიწყე კედაგოგებთან დაანონსებული ჩემი ინიციატივების განხორიელება  მათთან ერთად.  უმოკლეს დროში შევარჩიეთ კითხვები კითხვარისთვის. რომელიც დაგვეხმარებოდა SWOT ანალიზისთვის,  სკოლის, მოსწავლის, მასწავლების, მშობლის საჭიროებების დასადგენად და შემდგომი დასაგეგმი ინტერევენციებისთვის. კითხვარში მონაწილეობის მიღება იყო ნებაყოფლობითი.  კითხვარის ლინკი გადაეგზავნათ დამრიგებლების დახმარებით მშობლებს.  იყო მშობლების აქტიურობა და მათგან უკუკავშირი მივიღეთ საკმაოდ მოკლე დროშიც.  აღსანიშნავია, რომ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო I-IV კლასების მშობლების 92%-მა (კერძოდ, 609 მოსწავლის 562-მა მშობელმა).
აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა საკმაოდ დიდმა პროცენტმა დააფიქსირა კეთილ განწყობა სკოლის, დირექციის, პედაგოგების და სკოლაში არსებულ ჯანსაღ, პოზიტიურ და უსაფრთხო გარემოზე. თუმცა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლის და მათი მშობლების ნდობის, სიყვარულისა და პატივისცემის მოპოვება, რაც აისახება სწავლა-სწავლების ხარისხზე, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე და მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში მაქსიმალურად  ჩართულობაზე. ვიმსჯელეთ ჩვენს ძლიერ და დასახვეწ მხარეებზე და შემდგომ ინტერვენციებზე (პირისპირი, ინივიდუალური შეხვედრები/ საუბრები მშობელთან და მოწავლეებთან.კლასის საათები პრობლემურ საკითხებზე, მშობელთა კრებები ინფორმაციის და იდეების ურთიერთგაზიარების მიზნით, კოლეგების ურთიერთთანამშრომლობა, პროექტები, მშობლების შეხვედრა დირექტორთან, რომელიც მათ გააცნობს მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებს/პროექტებს, სადაც უმთავრესი მშობლების ჩართულობა იქნება. მშობელთა კლუბის შექმნა  და სხვა) . 



 

📌📑  შეხვედრაში მონაწილე კოლეგების უკუკავშირი

📌📑  შეხვედრებში მონაწილეთა დასწრების ფურცელი





❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕

გვერდი სოციალურ ქსელში 

მათემატიკის გაკვეთილი - მეთოდები, აქტივობები და რესურსები 

    მე და ჩემმა კოლეგამ ქალბატონა ნაზი კობახიძემ გადავწყვიტეტთ სოციალურ ქსელში ჯგუფის შექმნა, სადაც მათემატიკის პედაგოგები ერთმანეთს გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას და ცოდნას მათემატიკის სწავლებასთან დაკავშირებით. კერძოდ, გავუზიარებთ მათემატიკის სწავლების მეთოდებს, მათემატიკის გაკვეთილზე გამოსაყენებელ აქტივობებს და სასწავლო რესურსებს. პირადად დაგვჭირდა ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია, მაგრამ ერთ სივრცეში რომ ყოფილიყო მოთავსებული მხოლოდ მათემატიკასთან დაკავშირებული საკითხები, ასეთი ჯგუფი facebook-ის სოციალურ ქსელში ვერ ვიპოვეთ. რამაც გადაგვაწყვეტინა, ამ შინაარსის ჯგუფის შექმნა, სახელწოდებით "მათემატიკა - სწავლების მეთოდები, აქტივობები და სასწავლო რესურსები".
    იმედი გვაქვს, ჯგუფი წაადგება საქართველოს ყველა მათემატიკის მასწავლებელს, როგორც დაწყებით ასევე ზედა საფეხურებზე. იმედი გვაქვს, ვითანამშრომლებთ და დავეხმარებით ერთმანეთს პროფესიულ ზრდაში.

https://www.facebook.com/groups/155352520739323




❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕

მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ტესტების
მაღალქულიანი საკითხების განხილვა.

 

    2023 წლის 6 თებერვალს მე და ჩემმა კოლეგამ ნაზი კობახიძემTeams-ის პლატფორმის გამოყენებით ჩავნიშნეთ შეხვედრა  ჩვენს კოლეგებთანშეხვედრა ითვალისწინებდა ჩემი და ქალბატონი ნაზის ნამუშევრების განხილვას, 2022 წლის მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ტესტების მაღალქულიანი საკითხებიდან. შეხვედრამ ჩაიარა სამუშაო ფორმატშიგანვიხილეთ  ჩვენი 12 და 8 (ფუნციური წერა) ქულიანი ტესტების  ნამუშევრებიგავუზიარეთ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება. 

    ვიმსჯელეთ თანამშრომლებთან ერთად: ჩვენი ნამუშევრების დადებით და უარყოფით მხარეებზე,  შეფასების კრიტერიუმებზე, სიახლეებსა და გამოწვევებზე. მივეცით რეკომენდაციებირაც ვფიქრობ  მათ გამოცდაზე გამოადგებათ. ასევე მათგანაც მივიღეთ საკმაოდ საინტერესო და არგუმენტირებული მსჯელობები ჩვენს ნამუშევრებზე. 



    კოლეგების თხოვნით, რომლებმაც შეხვედრაზე დასწრება ვერ შეძლეს, მოხდა შეხვედრის ვიდეო ჩანაწერის გაკეთება, რომელიც აიტვირთა ჩვენი სკოლის პედაგოგთა Teams- ის ჯგუფში  და ასევე youtube.com-ზე, რასაც მოჰყვა სხვა სკოლების წარმომადგენლების გამოხმაურებაც, რჩევები და სურვილი, რომ მსაგვსი შეხვედრა კიდევ დაგვეანონსა სხვა ღია კითხვებზეც

    ვფირობ, კვირა საღამომ საკმაოდ საინტერესოდ და საქმიანად ჩაიარა. კმაყოფილები დავრჩით, როგორც ამ შეხვედრის ორგანიზატორები (მე და ნაზი) ასევე კმაყოფილება და კვლავ მსგავსი ფორმატით შეხვედრის სურვილი გამოთქვეს კოლეგებმაც. 

    დიდი მადლობა ნაზი კობახიძეს და ჩემს ყველა კოლეგას ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.


თანამშრომლებთან შეხვედრის ლინკი >>






თანამშრომლებთან შეხვედრის რეფლექსია
 >>




❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕

კოლეგის ერთ-ერთი ლიდერი მასწავლებელი, როგორც ჩემი კრიტიკული მეგობარი

2023  წლის 1 თებერვალს, ჩემი თხოვნით, Iე  კლასში გაკვეთილზე დამესწრო კოლეგა, როგორც „კრიტიკული მეგობარი“,  ქალბატონი ეთერ ჯიმუხაძე.  გაკვეთილის თემა იყო ,,შეკრება ათეულის წარმოქმნით". მისი დასწრება ჩემთვის  პროფესიული კუთხით საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა. ვინაიდან ქალბატონი ეთერი არის ჩვენი სკოლის ერთ-ერთი ლიდერი მასწავლებელი, საკმაოდ დიდი გამოცდილებით  და ამავე  დროს პარალელური კლასის მათემატიკის მასწავლებელი.


მოხდა გაკვეთილის მსვლელობის ვიდეო ჩანაწერის გაკეთება.

გაკვეთილის დასრულების შემდეგ მეც და ჩემმა კოლეგამაც ვნახეთ ჩანაწერი და თითოეულმა მათგანმა დამოუკიდებლად პატარა ჩანაწერები  გავაკეთეთ. შემდგომ, შევადარეთ ერთმანეთს ჩვენი შეფასებები, გავაკეთეთ ანალიზი და კოლეგისაგან მივიღე როგორც სიტყვიერი, ასევე წერილობითი უკუკავშირი.

დიდი მადლობა ქალბატონ ეთერ ჯიმუხაძეს , ჩემს კრიტიკულ მეგობარს👭


❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕

მე როგორც ,,კრიტიკული მეგობარი" კოლეგის გაკვეთილზე

2022 წლის 21 დეკემბერს VIII/დ კლასში კოლეგის ქალბატონ ნაზი კუბახიძის მიერ ჩატარებულ გაკვეთილზე ვიყავი მისივე თხოვნით ,,კრიტიკული მეგობარი".მოხდა გაკვეთილის მსვლელობის ვიდეო ჩანაწერის გაკეთება. გაკვეთილის ჩატარების შემდგომ მე და ჩემმა კოლეგამ ინდივიდუალურად შევაფასეთ ჩატარებული გაკვეთილი, წინასწარ შეხვედრაზე ერთად შემუშავებული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. შემდგომ, შევადარეთ ერთმანეთს ჩვენი შეფასებები, გავაკეთეთ ანალიზი და  მივეცი როგორც სიტყვიერი, ასევე წერილობითი უკუკავშირი. დიდი მადლობა ჩემს კოლეგას საინტერესო გაკვეთილისთვის. ვფიქრობ ,,კრიტიკული მეგობრის" ფარგლებში თანამშრომლობა საკმაოდ პროდუქტიული და კოლეგიალური გამოვიდა👭

ჩემი უკუკავშირი კოლეგას>>

კოლეგის მიერ ჩატარებული გაკვეთილი

რა მომცა კოლეგის გაკვეთილზე დასწრებამ? (რეფლესია)



❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕


ჩემი კრიტიკული მეგობარი - კოლეგა ნაზი კობახიძე

2022 წლის 15 ნოემბერს IIIდ კლასში კოლეგა ნაზი კობახიძე, როგორც კრიტიკული მეგობარი, ჩემივე თხოვნით დამესწრო გაკვეთილზე, სადაც ასახსნელი მქონდა თემა ,,ასოითი გამოსახულება". მოხდა გაკვეთილის ვიდეო ჩანაწერის გაკეთება. გაკვეთილის დასრულების შემდეგ მეც და ჩემმა კოლეგამაც ვნახეთ ჩანაწერი და თითოეულმა მათგანმა დამოუკიდებლად პატარა ჩანაწერები  გავაკეთეთ. ამის შემდეგ ჩვენი ჩანაწერები ერთმანეთს შევადარეთ და კოლეგისგან პროფესიული რჩევებიც მივიღე.

დიდი მადლობა ქალბატონ ნაზი კობახიძეს , ჩემს კრიტიკულ მეგობარს👭


 




გაკვეთილის გეგმა - ასოითი გამოსახულება (III კლასი)

გაკვეთილზე გამოყენებული რესურსი >>

ჩემი რეფლექსია გაკვეთილზე

ნაწყვეტები გაკვეთილიდან: ნაწყვეტი 1, ნაწყვეტი 2

კრიტიკული მეგობრის უკუკავშირი ჩემს მიერ ჩატარებულ გაკვეთილზე


❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕❕

კოლეგებისთვის ცოდნის გაზიარება



,,ლიდერ მასწავლებლების (ხათუნა სულიაური, მარიამ კულუხოვი, ნათია ურდულაძე, მაია ბურდული, ეთერ ჯიმუხაძე)" კოლეგებთან ონლაინ შეხვედრა და ტრენინგებზე მიღებული ცოდნის გაზიარება . 

თემა- დიფერენიცირება და რემედიაცია სასწავლო სასწავლო პროცესში. https://chemiskola.emis.ge/-ზე რეგისტრაცია და პორტალის გაცნოა 

ვიდეო ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ >>

შეხვედრის რეფლექსია